აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

აშშ-მ რეჟიმის ათობით წარმომადგენელი და მათი ოჯახის წევრი დაასანქცირა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-მ სავიზო სანქციები დაუწესა რეჟიმის 20-30 წარმომადგენელს, მათ შორის, ქართული ოცნების წევრებს, დეპუტატებს, სამართალდამცველებსა და მათი ოჯახის წევრებს. 

"აშშ რჩება ღრმად შეშფოთებული ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებებით,  ბოლო დროიდნელი განცხადებებითა და რიტორიკით. ეს ქმედებები საქართველოს ევროპული მომავლიდან გადახვევის საფრთხეს ქმნისეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციასა და ხალხის ნებას. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ცოტა ხნის წინ დააანონსა საქართველოსა და აშშ- შორის ყველანაირი ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა. ამ გადახედვის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტმა შემოიღო ვიზების შეზღუდვის პოლიტიკა. დღეს, ამ პოლიტიკით ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა დავაწესოთ ვიზების შეზღუდვა ათობით საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ. ეს მოიცავს იმ პირებს და მათ ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებლები ან თანამონაწილენი არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში: ზღუდავენ თავისუფალი შეკრების უფლებას, მშვიდობიან დემონსტრანტებს ძალადობრივად ესხმიან თავს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აშინებენ და ქართული ოცნების დავალებით გამიზნულად ავრცელებენ დეზინფორმაციას. ვიზების შეზღუდვის პირველი ნაწილი მოიცავს ქართული ოცნების პარტიის წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადაიაზრებენ ამ ქმედებებს და გადადგამენ ნაბიჯებს ქვეყნის დიდი ხნის გაცხადებული დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების სასარგებლოდ. თუ ასე არ მოხდება, აშშ მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები" – ამბობს მილერი სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგზე.

აშშ ამბობს, რომ ეს არის სანქციების პირველი ტალღა. 

სახელები და გვარები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

კომენტარები