აფხაზეთი

გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვართან სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი

კადრი ვიდეოდან/Telegram/D News Abkhazia

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სამი. ინფორმაციას აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

"წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, ყველა მათგანი ადგილობრივია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ვიღებთ ზომებს მსროლელთა იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით". - უთხრა გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურამ რუსულ სამთავრობო მედიას.

მარიონეტული ხელისუფლების ინფორმაციით, საზღვარზე ვითარება სტაბილურია და მომხდარს გადაადგილება არ შეუფერხებია.

კომენტარები