არჩევნები 2024

გეგელია: ამ გადამწყვეტ არჩევნებში ყველაზე მთავარი მნიშვნელობა ექნება სწორ კონფიგურაციებს

ახლა ამ გადამწყვეტ არჩევნებში ყველაზე მთავარი მნიშვნელობა ექნება სწორ კონფიგურაციებს, რაზეც, დავეთანხმები კოლეგებს, არის საკმაოდ ბევრი საუბარი.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ საჭიროა რამდენიმე მსხვილი ცენტრის არსებობა, რომ ყველა ტიპის, გემოვნების, მისწრაფების ოპოზოციურად განწყობილ ამორმჩეველს უნდა მივცეთ კომფორტი და არჩევანი თავისუფლებისა, იმისთვის, რომ არ დავუშვათ, რომ თუნდაც ერთი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი დარჩეს სახლში და არ მოვიდეს არჩევნებზე.

მეორე მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია, არცერთი ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც შესაძლოა, დღეის მონაცემებით დამოუკიდებლად ვერ ლახავდეს ბარიერს, არ უნდა დარჩეს გარკვეული პოლიტიკური სახლის გარეშე, ამით იხეირებს ქართული ოცნება, რაც არის დაუშვებელი.

ასევე, მომავლის ხედვა უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ გადაცემული ჩვენი საზოგადოებისთვის. ერთია, შეცვალო რუსეთის მსახური ხელისუფლება და მეორე, ძალიან მკაფიოდ უთხრა საზოგადოებას, რომ ჩვენ გვინდა 1000 ლარი პენსია, სტაჟირება ყველა ახალგაზრდისთვის, ანაკლიის პორტის დასრულება, რუსეთის ბოგინის დასრულება და ყველა ის ძირითადი მიმართულება, რომელიც პროგრამულად აჩვენებს, რეალურად როგორი იქნება მათი სახელმწიფო ხვალ.

ლელოს წევრი გრიგოლ გეგელია ჯგუფ დაიტოვეს პროექტში - მოუსმინე, საარჩევნო სტრატეგიის შესახებ.

კომენტარები