რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის მთავარი გზავნილები

ვლადიმირ პუტინი და კიმ ჩენ ინი
Rbc

24 წლის შემდეგ პირველად რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეას ეწვია. 

ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული თანამშრომლობის ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.

გარდა ამისა ორი ქვეყნის ლიდერებმა, რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გააჟღერეს.

ვლადიმირ პუტინი:

  • თანამშრომლობის ხელშეკრულება ერთ-ერთი ხელმომწერის წინააღმდეგ სხვა ქვეყნის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში დახმარებას ითვალისწინებს;
  • მოსკოვი ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას არ გამორიცხავს;
  • ორივე ქვეყანა აწარმოებს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას, ორივესთვის მიუღებელია შანტაჟისა და დიქტატურის ენა;
  • მოსკოვი და ფხენიანი სანქციების, როგორც დასავლური მოგუდვის ინსტრუმენტის წინააღმდეგ ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებენ;
  • ჩრდილოეთ კორეის მიმართ აშშ-სა და გაეროს მიერ მიღებული სანქციები უნდა გადაიხედოს;

კიმ ჩენ ინი:

  • მოსკოვსა და ფხენიანს შორის დადებული სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება მშვიდობიან და თავდაცვით ხასიათს ატარებს, რომელიც მრავალპოლუსიანი სამყაროს შექმნას დააჩქარებს;
  • ახალი ხელშეკრულება ორი ქვეყნის ყველა, მათ შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს;
  • რუსეთი ჩრდილოეთ კორეისთვის ყველაზე პატიოსანი მეგობარი და თანამოაზრეა, პუტინი კი კორეელი ხალხის ძვირფასი მეგობარი;

ახლო მომავალში რუსეთში კიმ ჩენ ინის ვიზიტიც იგეგმება.

კომენტარები