საქართველო ევროპაზე

დორტმუნდში ქარიშხალს ელოდებიან – საქართველოს მატჩის წინ, საგულშემატკივრო ზონები დაიხურა

ქართველი გულშემატკივრები დორტმუნდში, საქართველო-თურქეთის მატჩის წინ, 2024 წლის 18 ივნისი
ტაბულა

საქართველო-თურქეთის მატჩის წინ, დორტმუნდის ცენტრში, ევროპის ჩემპიონატის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ზონა და ქალაქის პარკში თამაშის საყურებლად მოწყობილი სივრცე ქარიშხლის საფრთხის გამო დაიხურა.

ინფორმაციას ქალაქ დორტმუნდის ხელმძღვანელობა ავრცელებს და გულშემატკივრებს, ვისაც სტადიონზე თამაშის დასასწრებად ბილეთები არ აქვთ, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა, რის საფუძველზეც გულშემატკივართა ზონები დაიხურა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ კიდევ სამ ქალაქში - კიოლნში, დიუსელდორფსა და გელზენკირხენში.

თურქეთი და საქართველო, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში ასპარეზობენ, ერთმანეთს დორტმუნდში დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები