TV იმედი

იმედის დღის წამყვანმა, თიკო ფეიქრიშვილმა TV IMEDI დატოვა

თიკო ფეიქრიშვილი

გადაცემა იმედის დღის წამყვანმა, თიკო ფეიქრიშვილმა TV IMEDI-ის არხი დატოვა, ინფორმაცია ჟურნალისტმა მედიაჩეკერს თავად დაუდასტურა.

ორგანიზაციის ცნობით, ფეიქრიშვილი ტელევიზიაში 1 ივნისიდან აღარ მუშაობს.

იმედის დღე მაისში კიდევ ერთმა წამყვანმა, ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვა, მასთან ერთად გადაცემა ზურაბ ბალანჩივაძემ და ნათია ორველაშვილმაც დატოვეს.

გუშინ, 17 ივნისს TV IMEDI-დან წამოვიდა ჟურნალისტი თამარ შარიქაძეც.

"ჩემი უშუალო ხელმძღვანელი ჩემგან ითხოვდა ისეთი სიუჟეტის მომზადებას, რომელიც აუცილებლად ძალადობას წაახალისებდა". - წერს შარიქაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები