TV იმედი

დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია იმედის თანამშრომლობა, ცხოვრება გრძელდება – ნანიკო ხაზარაძე

ნანიკო ხაზარაძე
ჩვენი ოჯახი/Facebook

გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული სამთავრობო TV იმედის ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე ამბობს, რომ მისი და ტელეკომპანიის "თანამშრომლობა დასრულდა". ხაზარაძემ ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. 

"დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია იმედის თანამშრომლობა. ასევე დასრულდა ჩემი და Globalcell-ის თანამშრომლობა. იმედს ვიტოვებ, დროებით.

ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ, ამაზე მეტს ჩემგან ვერაფერს გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება, მადლობა ნახვამდის" - თქვა ხაზარაძემ.

ხაზარაძე TV იმედის ტელესახე წლების განმავლობაში იყო, მიჰყავდა გადაცემა "ჩვენი ოჯახი", მანამდე იყო "იმედის დღის" და სხვა გადაცემეის წამყვანი.

კომენტარები