საქართველო-თურქეთი

მატჩის პერიოდში ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს – მერია

თბილისის მერია

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

"იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლითავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან.

ღონისძიებაზე დამსწრე პირები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388" - წერია მერიის განცხადებაში.

მერიის ცნობითვე, ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ფეხბურთელების შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ნახვას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ, რისთვისაც ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა. 

საქართველო-თურქეთი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

კომენტარები