ლარის კურსი

1 თვე რუსული კანონის მიღებიდან - ლარი დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 16.77 თეთრით

ტაბულა

ლარი მცირედით გამყარდა - დოლართან 0.05 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.09 თეთრით. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8688 ლარია, ერთი ევროსი - 3.0682 ლარი. 

აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ანუ ბოლო ერთ თვეში - 14 მაისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 16.77 თეთრით.

ამავე პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

კომენტარები