ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 3.09 თეთრით

ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 3.09 თეთრით. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8688 ლარია, ერთი ევროსი - 3.0682 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.92 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.13 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.88 ლარია, ევროსი - 3.08 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა, მათ შორის, 60 მილიონი დოლარი 11 ივნისს.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ანუ ერთ თვეში ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 18.22 თეთრით, ევროსთან - 16.77 თეთრით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. 

კომენტარები