არჩევნები 2024

ბოკერია: ერთიანი სია, ერთ ქვაბში ყველას ჩაყრა საჩუქარი იქნებოდა ივანიშვილის რეჟიმისთვის

რაც შეეხება ერთიან სიას, დღეს ამაზე საუბარი არის უდიდესი შეცდომა, ეს იქნებოდა უდიდესი საჩუქარი ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდისთვის - ერთ ქვაბში ყველა ძალის ჩაყრა, არჩევანის შეზღუდვა მოქალაქეებისთვის, მძევლად ჩაყენება მოქალაქეებისა.

უნდა გავითვალისწინოთ, აქ გასაზომი ის კი არ არის, რამდენი ადამიანი იტყვის, რომ მინდა ერთიანი სია. ყველა მოქალაქე, ვისაც პრობლემა ექნება ერთიან სიასთან, ის არის პოტენციურად დაკარგული ხმა და ეს დიდი პრობლემაა.

მითუმეტეს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული რეალობა - არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც სხვებზე მსხვილი იყო ამდენი წელიწადი, ჰყავს ლიდერი, რომლის ხმაც ქმნის კლიმატს, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ თუ ახლა მთავრობა არ გამოიცვალა, არჩევნებს აზრი არ აქვს და ძალიან სახიფათო იქნება ყველა კვერცხის დადება იმ ძალასთან ერთად, სადაც შეიძლებელია იმის გათვლა, ხვალ რომელ პოლიტიკურ ნაღმზე ავფეთქდებით.

ამიტომ, სინერგია იმ ძალების, ვისაც მეტი საერთო აქვს ერთმანეთთან და ალტერნატივის შექმნა ისეთის, რომელიც გარანტიას იძლევა მომავალში ძალაუფლების უზურპაციის გამორიცხვის, ეს არის ევროპული საქართველოს პოზიცია.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ერთიანი სიის შესახებ, ჯგუფ დაიტოვეს პროექტში - ისაუბრე

კომენტარები