ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში

წითელ ზღვაში ჰუსიტებმა კიდევ ერთ გემზე მიიტანეს იერიში

CENTCOM

წითელ ზღვაში, ადენის ყურეში სავარაუდოდ ჰუსიტებმა კიდევ ერთ კომერციულ გემზე მიიტანეს იერიში. როგორც ცნობილია, იემენის ტერიტორიიდან რამდენიმე რაკეტა გაისროლეს. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრის ცნობით გემს რაკეტებით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ასევე დაადასტურა კერძო უსაფრთხოების კომპანია Ambrey-მ. მათი ცნობით, კომერციული ხომალდის ეკიპაჟმა რადიო სიგნალის საშუალებით მოახერხა მათთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მათ თავს დაესხნენ. 

როგორც ცნობილია, კომერციული ხომალდი მალაიზიიდან ვენეციისკენ მიდიოდა. 

კომენტარები