რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: რუსეთი უკრაინის ფრონტზე საბრძოლველად აფრიკელ სტუდენტებს უშვებს

 BARBARA DEBOUT/AFP/GETTY IMAGES

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთი უკრაინის ფრონტზე საბრძოლველად ახალგაზრდა აფრიკელებს უშვებს. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ათასობით მიგრანტს და აფრიკელ სტუდენტს ხარკოვის ფრონტზე აგზავნის

აფრიკელი ახალგაზრდების ცოცხალ ძალად ბრძოლაში გამოყენება პირველად კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერმა დაიწყო. როგორც ცნობილია, რუსეთის ოფიციალური უწყებები აფრიკელ სტუდენტებს სასწავლო ვიზის და სამუშაო უფლების შეჩერებით ემუქრებიან, თუ ფრონტზე წასვლაზე უარს იტყვიან. 

ინფორმაციას აფრიკელი სტუდენტების იძულებით გაწვევის შესახებ ევროპელი მაღალჩინოსნები ავრცელებენ. მათი ცნობით, უკრაინის ფრონტზე ასევე მიჰყავთ დაკავებული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც პოლიციამ ვიზის ამოწურვის ან დეპორტაციის მიზეზით დააკავა. როგორც ცნობილია, ზოგიერთმა სტუდენტმა რუსი წარმომადგენლების მოქრთამვა შეძლო, თუმცა უმეტესობას მოუწია არჩევანის გაკეთება აფრიკაში დაბრუნებასა ან ომში წასვლას შორის. 

კომენტარები