აშშ-ს სანქციები ქართული ოცნების წინააღმდეგ

ზავრადაშვილი: არ ვიცი, მეხება თუ არა... მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!

გვარამიოიდების გასაგონად:

მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს "სანქცია", მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და "ქართული ოცნების" ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს!

P.S. ისა და, ბლინკენს ეხლა გაახსენდა, სანქცირებულის ვინაობის გასაჯაროება რომ არ შეიძლება? მოსამართლეების დასანქცირებისას არ ახსოვდა ეგ საკითხი?

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი Facebook-ზე აშშ-ს მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს.

აშშ-მ რეჟიმის ათობით წარმომადგენელი და მათი ოჯახის წევრი დაასანქცირა

კომენტარები