ანტი-ლგბტ კანონი

როთი: მმართველმა პარტიამ საქართველოს მომავლის დამანგრეველი ინიციატივები უნდა შეწყვიტოს

კრიტიკულ სამოქალაქო საზოგადოებაზე "უცხოელი აგენტების კანონით" თავდასხმის შემდეგ საქართველოს მთავრობის სამიზნე სექსუალური უმცირესობები გახდა. რუსული სტილის ზეწოლა LGBTI-ზე კიდევ ერთი წითელი დროშაა საქართველოს ევროკავშირის ამბიციებისთვის. მმართველმა პარტიამ საქართველოს მომავლის დამანგრეველი ინიციატივები უნდა შეწყვიტოს.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე ქართული ოცნების მიერ 4 ივნისს დაინიცირებულ ანტი-ლგბტ კანონპროექტს გამოეხმაურა

კომენტარები