რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთმა ხარკოვის მიმართულებით ჩეჩნური ქვედანაყოფი ახმატი გაგზავნა

ყოფილი ვაგნერელენი ჩეჩნურ ბატალიონ ახმატში
Станислав Красильников / РИА  

რუსეთმა ხარკოვის მიმართულებით ჩეჩნური სპეცრაზმი ახმატი გადაისროლა. ამის შესახებ ცნობა ქვედანაყოფის მეთაურმა, რამზან კადიროვთან დაახლოებულმა აპტი ალაუდინოვმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გაავრცელა.

როგორც ალაუდინოვმა აღნიშნა, მისმა სამხედროებმა საბრძოლო დავალებების შესრულება უკვე დაიწყეს.

გასულ კვირებში რუსეთმა ხარკოვის მიმართულებით უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური იერიშები წამოიწყო. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ამ ვითარების გათვალისწინებით აშშ-მ კიევს დართო ნება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ გადაცემული GMLRS-ის ტიპის რაკეტები გამოიყენონ.

აპრილში ცნობილი გახდა, რომ სპეცრაზმი ახმატის რიგებს კსკ ვაგნერის 3000 ყოფილი სამხედრო შეემატა. მათ შორის იყო გავლენიანი მეთაური, რატიბორის სახელით ცნობილი ალექსანდრ კუზნეცოვიც. წარსულში, ვაგნერელებსა და კადიროველებს შორის სიტუაცია დაძაბული იყო.

აპრილის მეორე ნახევარში ქვედანაყოფი ახმატის მეთაური, აპტი ალაუდინოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილედაც დაინიშნა.

კომენტარები