რუსეთი

კადიროვის ახლო მოკავშირე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს

აპტი ალაუდინოვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაქვედმებარებაში მყოფი ახმატის ქვედანაყოფის მეთაური, აპტი ალაუდინოვი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის მთავარი სამმართველოს მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.

ალაუდინოვი იკავებდა რუსეთის შეიარაღებული ძალების არმიის მე-2 კორპუსის მეთაურის პოზიციასაც. ის ამ პოზიციას დატოვებს, თუმცა, როგორც კადიროვი წერს, ალაუდინოვი ახმატის სპეცრაზმის მეთაურად დარჩება.

2023 წლის თებერვალში კადიროვი ირწმუნებოდა, რომ ალაუდინოვი მოწამლეს. ახმატის მეთაურს მკურნალობის დროს ესტუმრა კსკ ვაგნერის მეთაური, ევგენი პრიგოჟინი. მაშინ ვაგნერელებსა და კადიროველებს შორის ურთიერთობა დაძაბული ჯერ კიდევ არ იყო. 

აპრილის დასაწყისში კადიროვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აპტი ალაუდინოვი კსკ ვაგნერის ერთ-ერთ მეთაურთან, რატიბორის ზედმეტსახელით ცნობილ ალექსანდრ კუზნეცევთან ერთად საუბრობდა. ვიდეოში ნათქვამი იყო, რომ რატიბორი, 3 000-მდე ვაგნერელთან ერთად ბატალიონ ახმატს უერთდებოდა.

ვაგნერთან დაკავშირებულ ერთ-ერთ არხზე, GREY ZONE-ზე რატიბორის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და დაწერეს, რომ ბევრი ვაგნერელი ამ ფაქტს გაოცებით შეხვდა.

კომენტარები