რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 25 დრონიდან 24 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები
Pravda.ua

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 2 ივნისის ღამეს, რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 25 დრონიდან 24 გაანადგურეს.

"2024 წლის 2 ივნისის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულიდან უკრაინას ისკანდერის ტიპის ფრთოსანი რაკეტით, C-300 ტიპის მართვადი რაკეტით შეუტიეს და 25 ერთეული შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს". – ამბობს საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლაი ოლეშუკი. 

24 დრონი ჩამოგდებულია ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის და ვინიცკის ოლქებში.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს. 

კომენტარები