რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მაკრონს სურს, რომ უკრაინაში ევროპულმა სახელმწიფოებმა სამხედრო ინსტრუქტორები გააგზავნოს

euronews.com

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით, უკრაინაში ევროპული სახელმწიფოების ალიანსმა სამხედრო ინსტრუქტორები უნდა გააგზავნოს. მაკრონის აზრით, უკრაინაში საჭიროა რამდენიმე ასეული სამხედრო ინსტრუქტორის გაგზავნა, რომლებიც უკრაინელ ჯარისკაცებს მოამზადებენ

ფრანგული გამოცების Le Monde-ის ცნობით, ასეულობით ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორი შესაძლოა უკრაინაში რამდენიმე კვირაში ჩავიდეს. როგორც ცნობილია, საფრანგეთის მთავრობა ცდილობს შექმნას ევროპული სახელმწიფოების კოალიცია, რომლებიც უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნისთვის მზად არიან. უკრაინაში ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ უკვე იმსჯელეს ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინსტრუქტორების გაგზავნის შესახებ ოფიციალური განცხადება შესაძლოა 6-7 ივნისს გავრცელდეს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთს ეწვევა. 

კომენტარები