რუსეთი-საქართველო

ზატულინი: ვერ ვხვდები როგორ იბრუნებს აფხაზეთსა და ოსეთს – დამოუკიდებელ სახელმწიფოებს

ვერ ვხსნი საიდან მიიღო შთაგონება საქართველოს პრემიერმინისტრმა, ალბათ განცხადებით საკუთარი პატრიოტიზმის დემონსტრაცია უნდოდა. ვერ ვხვდები როგორ დაიბრუნებს (ირაკლი კობახიძე) 2030 წელს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, არიან რუსეთის დაცვის ქვეშ და ასეთად არიან აღიარებულნი. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ გზით საქართველოს პრემიერმინისტრს კიდევ ერთხელ სურს თავის გამოჩენა და იმის ჩვენება, ევროკავშირში შესვლის ან აფხაზეთის და სამხრეთის ოსეთის დაბრუნების საკითხებში ოპოზიციას არაფერს დაუთმობს.

ამბობს გამოცემა Gazeta.ru-სთან ინტერვიუში რუსეთის დუმის დეპუტატი, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინ ზატულინი.

კომენტარები