რუსული კანონი

პაპუაშვილი: 16 წელია, NATO-ს ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ

დედამიწაზე თუ ვინმე ფიქრობს, რომ NATO-ში ჩვენი გაწევრიანებისთვის ერთადერთი საკითხი ამ კანონის მიღება/არ მიღებაა, ან მიამიტია, ან განზრახ მავნებლობს. ამიტომ, NATO-სა და მის წევრობას რაც შეეხება - 2008 წელს დაპირება მოგვცეს და დათვალეთ, იმის შემდეგ 16 წელი გავიდა და სწორედ 16 წელია, ამ ღია კარში, ორპირ ქარში ვდგავართ. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებით, რუსული კანონი ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია და მის NATO-სა და EU-სკენ სწრაფვასა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მათ განცხადებაში ასევე წერია, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი უნდა გაიწვიოს.

კომენტარები