რუსული კანონი

კალაძე აშშ-ზე: ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, ჩვენ ვყოფილვართ ერთმანეთის მტრები

მე არ მაქვს ამის პრობლემა, ამას პირდაპირ გეტყვით - როდესაც ქვეყნის ინტერესი დგას პირველ პლანზე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი აქ ნაკლებად საინტერესოა.

ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის მომავალი და საქართველო არასდროს და ვერასდროს იქნება ვინმეს კოლონია.

ჩვენ ახლა მხოლოდ მივესალმებით მეგობრობას, პარტნიორობას, ჯანსაღ ურთიერთობებს, მაგრამ რაც ბოლოს ხდება კონკრეტული ქმედებებით ეს არ არის არც პარტნიორობა, არც მეგობრობა და ვფიქრობ ამ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს დღეს სჭირდება გადატვირთვა და საჭიროვებს გადატვირთვას.

მე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, აბსოლუტურად გაუგებარია ჯერ ის სანქციების ნაწილი, რომელიც იქნა გაჟღერებული მიმოსვლასთან დაკავშირებით. რის გამო? რის გამო, რომ ქვეყანაში პარლამენტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, იღებს კანონს, რომელიც ეხება მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას - და როდესაც ამაზე ახორციელებ ზემოქემდებას, მაშინ ჩვენ არ ვყოფილვართ მეგობრები, არც პარტნიორები, ვყოფილვართ მტრები, ასე გამოდის - ეს ძალიან მძიმეა და ძალიან ცუდი.

საერთოდ ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რატომ უნდა იყოს დაწესებული სანქციები, რატომ, რის გამო? აი, ახსნას ვინმემ - უფრი ძლიერები არიან და უფრო დიდი სახელმწიფოა და დაგვჩაგრონ? კი ბატონო, გააკეთონ მერე, რა? გააკეთონ - ჰგონიათ, ამით ქვეყანას დავთმობთ?

თქვა კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას 

24 მაისს აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.

კომენტარები