საქართველო-რუსეთი

რუსეთის მტკიცებით, NATO-ს საქართველოში "კიბერლაბორატორიის" შექმნა სურს

უკრაინის ომის პროპაგანდისტული პოსტერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ.
ALEXANDER NEMENOV/AFP VIA GETTY IMAGES

ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანიის შემდეგ რუსეთის უწყებებში ირწმუნებიან, რომ NATO რუსეთის გარშემო ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში, რუსეთში, სამომავლოდ კი საქართველოსა და მოლდოვაში კიბერლაბორატორიების ქსელს ქმნის.

ამის შესახებ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო საინფორმაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა, არტურ ლიუკმანოვმა ისაუბრა.

"ვაშნგტონი უკვე დიდი ხანია ამუშავებს რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომისთვის ჰიბრიდული ომის მეთოდებს. მთავარ პოლიგონად გამოიყენება უკრაინა, რომლის ჰაკერებიც, მათ შორის გადაჭარბებულად დარეკლამებული "IT არმიიდან", ახორციელებენ ელექტრონულ დივერსიებს NATO-ს კურატორების ახლო ზედამხედველობის ქვეშ. საიდუმლო არაა, რომ ალიანსი აყალიბებს კიბერლაბორატორიების მთელ ქსელს რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე: ესტონეთში, ლატვიაში, ფინეთში, რუმინეთში, პერსპექტივებით საქართველოსა და მოლდოვაში. პენტაგონის ეგიდით სისტემატიურად ტარდება კიბერსწავლებები, რომელთა ფარგლებშიც განიხილება სცენარები ჩვენს წინააღმდეგ მოქმედება ციფრულ სფეროში." – თქვა ლიუკმანოვმა.

გაუგებარია თუ ზუსტად რას გულისხმობს ლიუკმანი "კიბერლაბორატორიებში".

 

კომენტარები