როდესაც ასეთი პროცესებია სახეზე, იქ, რა თქმა უნდა, კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები არ იქმნება, როგორც წესი, ვინც ამას გეგმავს და ახორციელებს, დოკუმენტურ მტკიცებულებას ვერ მოიპოვებთ იმის შესახებ, რომ ვიღაცამ ეს დაგეგმა და განხორციელების პროცესი წამოიწყო.
მაგრამ არის უკვე შემდგარი ფაქტები ფაქტები, თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც ისეთი კვალიფიციური ადამიანი, ჩვენი ყოფილი კოლეგა, ქალბატონი ნათია თურნავა ჩაუდგა სათავეში ჩვენს ერთერთ მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტს, ეროვნულ ბანკს, მაშინ გახსოვთ, რომ იყო გარკვეული ტურბულენტობა, გარკვეული გადაწყვეტილებები, ამა თუ იმ ბანკში მომუშავე ადამიანის მხრიდან, ვისაც წამყვანი პოზიციები ეჭირათ. მაშინაც იყო გარკვეული მცდელობები, რომ ეს ინსტიტუტი შერყეულიყო და შესაბამისად, ფინანსურ-ეკონომიკურ მდგრადობას გარკვეული საფრთხე შეჰქმნოდა.
იგივე ლოგიკას ვხედავთ ახლა, როდესაც გარკვეულმა ძალებმა სიხარულის ყიჟინა დასცეს, როდესაც დაინახეს, რომ თითქოს და ლარს რაღაც გაჭირვება და პრობლემა აქვს. ჩვენ არაერთხელ ვთქვით და მეც გავიმეორებ, რომ ჩვენს ეროვნულ ვალუტას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, რომ ეკონომიკის ისეთი სისტემაა უკვე შექმნილი, რომ მდგრადია, რყევებს უძლებს და ამ შემთხვევაშიც ისეთი არაფერი არ ხდება, რომ ჩვენმა სისტემამ რაღაც ამ რყევის შედეგი მტკივნეულად განიცადოს ან აღიქვას.
ამიტომ ამ მხრივ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. თუმცა ის რეაქციები, რომ ცუდად არის საქმე და ეს ვიღაცას უხარია, უკვე მათ ხელწერად იქცა.





