რუსული კანონი

ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში: მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, არ დაძლიოს ვეტო

ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ნუსრატ განი

ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ნუსრატ განი საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადებას X-ზე გამოეხმაურა და სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

"გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს უცხოური გავლენის შესახებ კანონს. ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს ვეტო და გაიწვიოს ეს კანონი" - წერს ნუსრატ განი X-ზე.

კომენტარები