სიკვდილით დასჯა ირანში

ირანში 7 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში 7 პატიმარი სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის, 2 ქალი და 5 მამაკაცია. ინფორმაციას ნორვეგიაში დაფუძნებული ირანში ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სიკვდილით დასჯილ პატიმრებს შორის მკვლელობისთვის მხოლოდ ერთი იყო გასამართლებული, დანარჩენებს კი ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენა ედებოდათ ბრალად.

უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, 2024 წელს ირანში სიკვდილით უკვე 223 ადამიანი დასაჯეს, აქედან 50 მიმდინარე თვეში.

სიკვდილით დასჯილთა დიდი ნაწილი ქალია. ირანს ქალების სიკვდილით დასჯის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი აქვს იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც სიკვდილით დასჯა კვლავ მოქმედებს.

აქტივისტების თქმით, მსჯავრდადებული ქალების უმეტესობა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია.

კომენტარები