სანამ ოპოზიცია, მედიის ნაწილი და ენჯეოები იყვნენ მაგიდაზე ბრახუნით დაკავებული და ყვირილით ცდილობდნენ ჩაეხშოთ დისკუსია, მათ რომ მოესმინათ, ნახავდნენ, როგორ განიხილებოდა ეს პროექტი. ამ საკითხზე, რაზეც საუბრობთ, მეორე მოსმენაზე პლენარულ სხდომაზე იყო განხილვის დროს საუბარი ამაზე, არ ეხება, ტყუილია თითქოს ეს არის ფიზიკური პირების რეგისტრაციაზე, არის აბსოლუტური ტყუილი. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა რომ გადმოვიღოთ, რაც არის აშკარად მკაცრი ამერიკული მიდგომა, ჩვენ რბილი მიდგომა გვაქვს და ფიზიკური პირები არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას, რაც შეეხება ამ პუნქტს, ეს იყო მეორე მოსმენისას განხილული და გულისხმობს, მაშინ როდესაც არის ხოლმე საჭირო ინფორმაციის მოპოვება, როდესაც ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, რომ მიაწოდონ ინფორმაცია, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. რამხელა პრობლემაა, როდესაც წერა-კითხვა ეზარება ადამიანს და ურჩევნია ბრახა-ბრუხი და ყვირილი, მეორე მოსმენისას იყო განხილვა და მეორე მოსმენა იყო ორი კვირის წინ, ორი კვირის წინანდელი ამბავი რომ ახლა აღმოაჩინეთ ცალკე ამბავია, ტყუილია, რომ რეგისტრაციაზე... ინფორმაციის მოპოვება არის ხოლმე საჭირო ცალკეულ ორგანიზაციაზე და ყველა ვალდებულია, როგორც ორგანიზაცია, ისე ფიზიკური პირი, მიაწოდონ... არ ნიშნავს [კანონის გამკაცრებას]...
რუსული კანონი
პაპუაშვილი კანონის ჩანაწერზე: ინფორმაციის მოპოვება არის საჭირო, არ ნიშნავს [გამკაცრებას]
tbl.ge/6sg1
დაკოპირდა

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსული კანონის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




