რუსული კანონი

Freedom House: ოცნების მაღალჩინოსნებზე ფინანსური სანქციები უნდა დაწესდეს

Freedom House-ის პრეზიდენტმა ნიკოლ ბიბინსმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმობილია პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა

წერილში გამოთქმულია Freedom House-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი კანონის წინააღმდეგ, რომელიც განცხადების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზირებას მოახდენს. 

"ჩვენ მოვითხოვთ აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან მყისიერ და კოორდინირებულ ქმედებას, რათა შეწყდეს მზარდი რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ კანონის შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან შეაფასოს ვენეციის კომისიამ. შეზღუდვები მოგზაურობაზე და ფინანსური სანქციები უნდა დაუწესდეთ ქართული ოცნების მაღალი რანგის თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს, თუ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე მიიღებენ" - წერია Freedom House-ის განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ეს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე კრიტიკული გზაჯვარედინია და დემოკრატიული მთავრობები ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგნენ. 

კომენტარები