ჯერ ისევ არის დრო და არის პროცედურები, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ მათ გამოვიყენებთ პარლამენტთან ერთად, პარლამენტის წევრებთან და ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად. ამ კანონის არ მიღების ყველა შესაძლო გზას განვიხილავთ, რათა შედეგებზე მსჯელობა არ მოგვიწიოს. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ბრიუსელში ჩემს ლიდერებს 27 წევრ ქვეყანასთან ერთად რეაგირება მოუწევთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამ ეტაპზე, უარყოფითი მოვლენების სპირალზე, გადასვლა არ მოგვიწევს. არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დაისაჯოს, საბოლოო ჯამში ამას უარყოფითი გავლენა რიგითი ხალხზე, თითოეული პიროვნებაზე ექნება. ამიტომ, ამ მომენტში, ამ გზაგასაყარზე ვფიქრობ, რომ ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, ამ კანონის მიღება არ დავუშვათ.
tbl.ge/6s4d
დაკოპირდა
თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში გამართულ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
ამავე თემაზე
- ტიტუშკები ენმ-ს ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს, ასამდე თავდამსხმელი მონაწილეობდა – ენმ
- საგამოძიებო სამსახურმა POSTV-ის საქმიანობაში ხელის შეშლაზე გამოძიება დაიწყო
- POSTV-მ ვიტალი გუგუჩიას ოჯახს სამეგრელოში ჩააკითხა, რასაც ჩხუბი მოჰყვა
- ქართულმა ოცნებამ აღიარა, რომ პარტიებთან და ორგანიზაციებთან ტიტუშკებს აგზავნის
- თურაზაშვილი: ჩემს დას უთხრეს, თუ მე არ "მივაყენებდი", ჩემს ქმარ-შვილს საფრთხე დაემუქრებოდა