რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

СБУ: სახელმწიფო დაცვის სამმართველოს 2 თანამშრომელი ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) აცხადებს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) გეგმა გამოაშკარავეს, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკისა და უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციას ითვალისწინებდა.

გამოძიების ფარგლებში უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს (УГО) 2 თანამშრომელი დააკავეს, რომლებიც რუსულ მხარეს ინფორმაციას აწვდიდნენ.

"კონტრდაზვერვამ და СБУ-ს გამომძიებლებმა ჩაშალეს ФСБ-ის გეგმები უკრაინის პრეზიდენტისა და სახელმწიფოს უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლების ლიკვიდაციის შესახებ.

გეგმები სისრულეში უნდა მოეყვანა სადაზვერვო ქსელს, რომელიც უკრაინის უშიშროების სამსახურმა სახელმწიფო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის დახმარებით ამხილა. ქსელში, რომლის საქმიანობასაც ФСБ მოსკოვიდან აკონტროლებდა, შედიოდა УГО-ს ორი თანამშრომელი, რომლებიც რუსულ მხარეს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ". - წერია განცხადებაში.

კომენტარები