გატაცებები საოკუპაციო ხაზთან

ზურაბიშვილი ოკუპანტებზე: არც აღდგომა იციან, არც საფლავი და არც ოჯახი

ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე და ვითომდა ღირებულებების დამცველი! არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან - არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის.

და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიღაცები მეგობრები და მტრის შორის, რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!

ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი TV პირველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ოკუპანტების მიერ, გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან რამაზ ბეღელურის გატაცების შესახებ, რომელიც 16 წლის გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა. 

ტაბულა აღნიშნულ ფაქტზე მეტი დეტალების გაგებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ცდილობს.

 

 

კომენტარები