ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თქვა, რომ აზიის განვითარების ბანკთან გამართული რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი მონაწილე პოლიციელის გინების გამო დააკავეს.
"ერთ-ერთი აქციის მონაწილე გამოვიდა, აქციის მონაწილეებს გამოეყო და პოლიციის ბიჭებმა რომ მოუწოდეს, თუ შეიძლება, შებრძანდითო, შეაგინა პოლიციის თანამშრომელს. [...] პოლიციელები აცხადებენ, უშუალოდ დამკავებელი, რომ შეაგინა". - თქვა სირაძემ
ჟურნალისტები საპატრულო პოლიციის უფროსს გინების ფაქტის მტკიცებულებების შესახებ ეკითხებოდნენ, რაზეც მან უპასუხა, რომ სასამართლოს ამ დროს ვერ გამართავდნენ.
"რა თქმა უნდა, პოლიციელს უნდა ენდო სიტყვაზე". - თქვა სირაძემ.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



