რუსული კანონი

ხაზარაძე: ივანიშვილმა ღიად აღიარა, რომ რუსეთს ემსახურება, არ გავატანთ საქართველოს რუსეთში

ბიძინა ივანიშვილმა ღიად აღიარა, რომ ის ემსახურება რუსეთს და მისი პარტიისთვის ევროკავშირი არის “გლობალური ომის პარტია.” ამით გაიმეორა პუტინის "რაშისტული" ნარატივი.

დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი იყო - არა განვითარებას, არა მომავალს, არა ევროპას - კი რუსეთს და მის პერსონალურ პუტინიზაციას.

ბიძინა, შენი რუსული ოცნება საქართველოში ვერასდროს ახდება. არ გაგატანთ საქართველოს რუსეთში.

ლელოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შესახებ.

კომენტარები