საფრანგეთი

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც ოლიმპიადაზე "წამებულივით სიკვდილი სურდა"

Getty in Photo

საფრანგეთში, ოტ-სავუას რეგიონში 16 წლის ბიჭი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, პარიზის ოლიმპიადის დროს ტერორისტული აქტის მოწყობას გეგმავდა. პარიზის ოლიმპიადის გამო საფრანგეთში უსაფრთხოების რისკების უმაღლესი ზომაა გამოცხადებული

როგორც ცნობილია, თინეიჯერს სურდა პარიზის ოლიმპიადის მიმდინარეობისას თავი აეფეთქებინა და "წამებულივით მომკვდარიყო" და ამის შესახებ ონლაინ წერდა. ბიჭი სოციალურ ქსელში, Telegram-ში წერდა, რომ უნდოდა, პარიზის ოლიმპიადისთვის ასაფეთქებელი ქამარი გაეკეთებინა და წამებულივით მომკვდარიყო გამოძიება საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა ბიურომ დაიყო. 

საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების გენერალურმა დირექციამ (DGSI) დაადასტურა, რომ ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა დოკუმენტი, სადაც თინეიჯერი ბიჭი ე.წ ისლამურ სახელმწიფოს ერთგულებას უცხადებდა. როგორც ცნობილია, დაკავებულმა ბიჭმა აღიარა, რომ სურდა სუიციდური ტერორისტული აქტი განეხორციელებინა.

კომენტარები