დომინის რესპუბლიკა

დომინიკის რესპუბლიკაში ერთნაირსქესიანი ურთიერთობები კანონიერი გახდა

AFP

დომინიკის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი ურთიერთობების აკრძალვა გააუქმა და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ქვეყანაში მცხოვრებმა გეი კაცმა შეიტანა, რომელიც ამტკიცებდა, რომ კანონი მის კონსტიტუციურ უფლებებს არღვევდა და "მასსა და სხვა LGBT პიროვნებების მიმართ ძალადობრივ და სიძულვილით მოტივირებულ ქცევას" ახალისებდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოსამართლე კიმბერლი სენაკ-ფულგენსი წერს, რომ მათი დადგენით, სექსუალური დანაშაულების აქტის მე-14 და მე-16 სექციები თავისუფლების, გამოხატვისა და პირადულობის უფლებას არღვევდა, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული. 

ერთნაირსქესიანი სექსუალური ურთიერთობის ამკრძალავი კანონები კარიბის ზღვის ინგლისურენოვან ქვეყნებში პირველად მე-19 საუკუნის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის მმართველობის დროს მიიღეს. 

ბოლო წლებში კარიბში მდებარე რიგმა ინგლისურენოვანმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ანტიგუა და ბარბუდამ, ბარბადოსმა, ბელიზმა, სენტ-კიტსმა და ნევისმა, ტრინიდადმა და ტობაგომ, მსგავსი კანონები გააუქმეს. 

კარიბის ზღვაში ერთნაირსქესიან ურთიერთობებს კვლავ კრძალავს 5 ქვეყანა: გაიანა, გრენადა, იამაიკა, სენტ-ლუსია და სენტ-ვინსენტი და გრენადინები. ამჟამად, სენტ-ლუსიაში სასამართლო საქმე განიხილება, რომლის შედეგადაც შესაძლოა აკრძალვა გაუქმდეს.

კომენტარები