ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების IV კვარტლის,  გუდამაყრის, გვაზაურის, ჩარგლის, ურეკის, შატილის, ცოდნისკარის, ხვანჭკარის, მაღალაშვილის, ჟღენტის, ირემაშვილის და ბუაჩიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.    

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ბედიას, კარტოზიას, თამარაშვილის, გამრეკელის, მიცკევიჩის, კუტუზოვის და ცაგარელის ქუჩების მოსახლეობას.   

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის  II, IIა მიკრორაიონების, ვაზის და ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, V მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 I, III, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, აბაშვილის, საცხენისის და შტაინბერგის ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV, V მიკრორაიონების, ვარკეთილი-3 I, III, VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, აეროდრომის დასახლების, სამგორის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თრიალეთის, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის, აბაშვილის, საცხენისის და შტენბერგის ქუჩების მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები