მესტიის აეროპორტი

კობახიძე: მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება

მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების განვითარება შიდა მობილობის მხარდასაჭერად, მათ შორის რეგიონებიდან სხვა რეგიონებში, ქალაქებში გადაადგილების ხელშესაწყობად. ამისათვის აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში, უკვე შეირჩა კომპანია - Green Studio - რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი. აშენდება ახალი, თანამედროვე სტანდარტების ტერმინალი. სვანეთი ერის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის გაზრდას სვანეთში, მესტიაში. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი.

თქვა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები