ნარკოპოლიტიკა

გომელაურის თქმით, 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე კონკრეტული ოდენობები განისაზღვრება

შსს

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილება დაინიცირდა, რომლის მიხედვითაც 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე კონკრეტული ოდენობები დადგინდება, რის შესაბამისადაც ამ ნარკოტიკების მფლობელისთვის შესაბამისი სასჯელი განისაზღვრება.

"შსს-მ საერთაშორისო კომპანიისგან 7 ნარკოტიკული ნივთიერების სტანდარტული შესადარებელი ნიმუში შეისყიდა, რაც ლაბორატორიული შემოწმების გზით, აღნიშნულ ნარკოტიკებზე კონკრეტული ოდენობის დადგენას შესაძლებელს ხდის. ეს ნარკოტიკული საშუალებებია: ალფა პვპ, მეფედრონიგამა-ოქსიერბო მჟავაMDPV, ბენზილ პიპერაზინი, ალპინაკი და DMT

პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უკვე დაინიცირდა, რითიც აღნიშნულ 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე, საკანონმდებლო დონეზე დადგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მცირე საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. ეს პრობლემა იყო. თუნდაც ალფა პვპ 1 ტონა ამოგვეღო, პირველი ნაწილით მიდიოდა და ხშირ შემთხვევაში არ აკავებდნენ. რაოდენობის დადგენის შემდეგ კი შეიძლება, ამ ადამიანს 15-დან 20 წლამდე პატიმრობა მიესაჯოს. აქამდე, ამ პირებსსასჯელის სახით პატიმრობას არ უფარდებდნენ. შეიძლება, გასაღებისთვის ვერ დაგვეკავებინა, თუმცა, 1 000 აბი ამოგვეღო, ან თუნდაც 10კგ, რომელიც 10 000-ობით ადამიანს გააბრუებს. ამ კანონის მიღების შემდეგ კი ეს ადამიანები დაისჯებიან". - თქვა გომელაურმა პარლამენტში.

დღეს, 19 აპრილს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

კომენტარები