ორი დღის განმავლობაში [პარლამენტში] ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი და ფაქტი, რატომ არ უნდა მივიღოთ ეს კანონი, ერთადერთი რაც გვესმის, ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილზე დაფუძნებული მანიპულაცია ან ზღვარს გადასული დემაგოგია. მთელი ორი დღეა ინტენსიურად ისმის - არა რუსულ კანონს. დიახ, არა რუსულ კანონს, ქართული პარლამენტი რუსულ კანონს არ მიიღებს, ეს კარგად შეიგნეთ და კარგად დაიმახსოვრეთ და ბოლო-ბოლო წაიკითხეთ ის ჩვენი ქართული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, რა წერია და კარგად გაიაზრეთ, რომ დაგიჭერიათ ხელში ეს რუსული კანონი, 27 გვერდია, წაკითხვა მაინც არ გეზარებათ, იზეპირებთ, კითხულობთ, ამონაწერები გააკეთეთ, რას კითხულობთ ამ რუსულ კანონს? წაიკითხეთ ევრო დირექტივა, თუ მაინცდამაინც გინდათ ვინმეს შეედაროთ, ევრო დირექტივა განიხილეთ, როგორ ეთანხმება ჩვენი კანონი, სულისკვეთებას როგორ ასახავს, როგორი ევროპულია, როგორ ევროპულ ღირებულებებს ქადაგებს და ა.შ. რას ჩააცივდით ამ რუსულ კანონს? რუსული კანონის იქით ვერაფერს კითხულობთ? არ წამიკითხავს რუსული კანონი და არც წავიკითხავ, არ მაინტერესებს თქვენგან განსხვავებით, ყველაფერი რუსული რომ მოგწონთ და მთელი თქვენი მოღვაწეობის მანძილზე რუსულ საქმეს რომ აკეთებთ.
tbl.ge/6rbp
დაკოპირდა

განაცხადა ფრაქცია ხალხის ძალის დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა რუსული კანონის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




