რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთმა უკრაინაზე 40-ზე მეტი რაკეტითა და 40-დე დრონით მიიტანა იერიში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Petras Malukas/AFP/Getty Images

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო და საჰაერო იერიში მიიტანა. დაბომბვას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"რუსი ტერორისტები კვლავ უმიზნებდნენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. მიიტანეს მორიგი სარაკეტო იერიში ხარკოვზე და ხარკოვის ოლქზე. მიზნად ამოიღეს ობიექტები სხვა ოლქებშიც: კიევის, ზაპოროჟიეს, ოდესის და ლვოვის. საჭიროა საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა თავდაცვითი მხარდაჭერა და არა დახუჭული თვალები და ხანგრძლივი დისკუსიები". 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, 11 აპრილის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 40 დრონიდან განადგურებულია 37. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით მასიური შეტევის მიზანი კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტების განადგურება იყო. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილის, ოლექსი კულებას თქმით, იერიშის შედეგად ელექტროენერგიის გარეშე 200 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა.

ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა დააზიანეს გაზის გამანაწილებელი ინფრასტრუქტურა და ელექტროსადგური.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

 

კომენტარები