ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი ნეთანიაჰუზე: ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიდგომა ღაზის სექტორში მიმდინარე ომის მიმართ არასწორია. ბაიდენი ისრაელი ასევე გააკრიტიკა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის მანქანებზე დრონებით თავდასხმის გამო, რასაც ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსვერპლა. 

"ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, შეცდომაა. არ ვეთანხმები მის მიდგომას. აღმაშფოთებელია, რომ იმ მანქანებზე დრონებით იერიში მიიტანეს ავტომაგისტრალზე, სანაპიროს მიმდებარედ და ეს არც ავტოკოლონას ჰგავდა ჰგავდა.  მოვუწოდებ ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა მომდევნო 6-8 კვირის მანძილზე  შესაძლებელი იყოს ნებისმიერ საკვებისა და წამლის შეტანა ქვეყანაში. მე ვესაუბრე ყველას – საუდელებს, იორდანიელებსა და ეგვიპტელებს. ისინი მზად არიან საკვების შესატანად. ვფიქრობ, ადამიანებისთვის საკვებისა და წამლების არმიწოდებისთვის გამართლება არ არსებობს" – ამბობს ბაიდენი.

2 აპრილს ღაზაში ისრაელის იერიშს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, მათ შორის, პოლონეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის და ავსტრალიის მოქალაქეები. 

გამოძიებით გაირკვა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრებმა მანქანაზე იერიში მიიტანეს იმიტომ, რომ ეგონათ, მანქანით ჰამასის მებრძოლები გადაადგილდებოდნენ. IDF-ის ცნობით, ოფიცრებს ინფორმაცია დადასტურებული არ ჰქონიათ და ვერ დაინახეს, რომ მანქანა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას World Central Kitchen-ს ეკუთვნოდა. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელზე თავდასხმის გამო ორი მაღალი რანგის ოფიცერი და რამდენიმე მეთაური სამსახურიდან გათავისუფლებულია

ისრაელის თავდაცვის ძალების გამოძიებამ დაადგინა, რომ WCK-ს მანქანაზე და თანამშრომლებზე თავდასხმა ამ ოფიცრების და მეთაურების შეცდომა იყო. 

კომენტარები