პუტინის რუსეთი

რუსეთში დასავლელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ "ტერორიზმის დაფინანსებაზე" საქმე აღძრეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის შენობა
avatars.mds

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აშშ-სა და NATO-ს წევრი ქვეყნების ოფიციალურ პირებზე "ტერორიზმის დაფინანსების" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

"აშშ-სა და NATO-ს წევრი ქვეყნების ოფიციალური პირების მიერ ტერორიზმის ფინანსირების საკითხზე, რომელიც სახელმწიფო დუმამ და სხვა პირებმა წამოაყენეს, რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი განყოფილებამ ჩაატარა შემოწმება და ტერორიზმის დაფინანსების მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა". – წერია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში.

კომიტეტის აზრით, რუსეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, "გამოჩენილი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების მოშორების მიზნით" ჩადენილი ტერაქტები ფინანსდებოდა სხვადასხვა კომპანიების, მათ შორის "უკრაინაში მოქმედი ნავთობისა და გაზის კომპანია Burisma Holdings-ის" მიერ. 

Burisma Holdings აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სახელს უკავშირდება.

ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე დუმის დეპუტატმა, როგორც მმართველი, ისე მართული ოპოზიციური პარტიებიდან, საგამოძიებო კომიტეტს მიმართეს.

კომენტარები