ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

გაეროს გენმდივანი ისრაელს მოუწოდებს, ღაზაში საერთაშორისო მედია შეუშვას

AP Photo/Amr Nabil

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა თქვა, რომ საჭიროა, ისრაელმა ღაზის სექტორში უცხოელი ჟურნალისტები შეუშვას. მისი თქმით, მიმდინარე საინფორმაციო ომი კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ჰამას-ისრაელის კონფლიქტში. 

"უცხოელი ჟურნალისტებისთვის ღაზის სექტორში შესვლის აკრძალვა კიდევ უფრო აღვივებს დეზინფორმაციას და მცდარ ნარატივებს" - წერია ანტონიო გუტიერეშის განცხადებაში სოციალურ ქსელ X-ზე. 

გუტიერეშის თქმით, საინფორმაციო ომმა კიდევ უფრო გაზარდა ომისგან გამოწვეული ტრავმა მოსახლეობაზე. გუტიერეშის პოსტს თან ერთვის Foreign Press Association-ის განცხადებას, რომელიც ისრაელისგან ასევე ითხოვს, რომ კონფლიქტის ზონაში დაუშვან ის ჟურნალისტები, რომლებიც 2023 წლის ოქტომბრიდან ამ ომს აშუქებენ. ამ განცხადებაში წერია, რომ ამდენი ხნით საერთაშორისო მედიის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვა უპრეცედენტოა ისრაელისთვის, რაც კითხვებს კიდევ უფრო ზრდის.

კომენტარები