რუსეთი

რუსეთში, დამბის დაზიანების გამო ქალაქ ორსკში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

რუსეთში, დაზიანებული დამბის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო  ქალაქ ორსკში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა დაიტბოროს 4 000 სახლი, სადაც ჯამში 10 000-მდე ადამიანი ცხოვრობს.

ორენბურგის რეგიონში, სადაც მდებარეობს ქალაქი ორსკი და ურალის მთების მიმდებარე სხვა პროვინციები, განგაში გამოცხადდა. რუსეთის მთავრობის ინფორმაციით, უკანასკნელ დღეებში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა დატბორვით დაზარალეუბულ 3 500-მდე ადამიანს გაუწიეს დახმარება. 

 

კომენტარები