რუსული კანონი

მდინარაძე რუსულ კანონზე: მოძლიერდა მეგობრებისგან ზეწოლა, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე

მამუკა მდინარაძე პლენარულ სხდომაზე პარლამენტში, 8 თებერვალი
ქართული ოცნება

"დღეს და გუშინ უკვე მოძლიერდა გარედან ზეწოლა, ჩვენი მეგობრების მზრიდან, სამწუხაროდ. დიახ, გავუძლებთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენს სიმართლეს" - ამბობს ქართული ოცნების  აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. 

"ოღონდ, განსხვავება არის ერთი, შარშანდელისგან განსხვავებით, ისინი რუსულ კანონს აღარ უწოდებენ, თუ არ არიან ფიზიკური პირები. ეს არის უკვე შედეგი - ჩვენ ამითაც კმაყოფილები ვართ

კრიტიკა, რომ შემაშფოთებელია, დამაძიანებელია, ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის - არის ყალბი. ჩვენ უნდა გავბედოთ ამის თქმა. აქვთ მცდელობა, გვაიძულონ, რომ არ მივიღოთ იგივე კანონი, რაც თავად ევროკავშირმა დააინიცირა. 

[...] წარმოუდგენელი უსამართლობაა, ჩვენო მეგობრებო, ხაზგასმით ვეუბნებით ამას, თქვენთან იღებდეთ, აინიცირებდეთ და ჩვენ თითის ქნევით გვეუბნებოდეთ, რომ ეს არ გაბედოთ. ამ უსამართლობას ქართველი ხალხი არ შეეგუება" - ამბობს მამუკა მდინარაძე. 

3 აპრილს, ქართულმა ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობასთან" დაკავშირებული რუსული კანონპროექტი ხელახლა დააინიცირა

რუსული კანონის დაინიცირებას გამოეხმაურნენ დასავლელი პარტნიორები. 

"უცხოური აგენტების" კანონი დიდ გავლენას იქონიებს ყველა იმ მედია პლატფორმაზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფუნქციონირებენ და რაც მთავარია, იგი ძირს უთხრის მთელ იდეას საქართველოს ძლიერ, დემოკრატიული სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ" - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. 

აშშ-ს სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის ხელახალ ინიცირებას საერთო განცხადებით ეხმაურებიან. მათი თქმით, რუსული კანონი შეაფერხებს საქართველოს ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციას

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდად. 

"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს" - დაწერა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

კომენტარები