ახალი რუსული კანონი

სტოლტენბერგი: აგენტების კანონი ძირს უთხრის საქართველოს სამართლებრივ, დემოკრატიულ მომავალს

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Gints Ivuskans/AFP

"მე ვეწინააღმდეგები ქართული მთავრობის ნებისმიერი ტიპის მცდელობას, რომელიც ხელახლა შეეცდება "უცხოური გავლენის მქონე აგენტების" კანონპროექტის ინიცირებას, რამეთუ უკანასკნელი ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. საქართველომ უნდა იმუშავოს რეფორმებზე, რათა უფრო მიუახლოვდეს ევროკავშირს - ევროკავშირმა მათ ეს ძალიან ზუსტად განუცხადა. 

საქართველოში რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და რაღა თქმა უნდა, ჩემი მთავარი მესიჯი, სწორედ რეფორმებისაკენ სწრაფვა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იყო. 

ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მათ დემოკრატიულ, სამართლებრივ, ევროპულ ოჯახში ცხოვრება სურთ. "უცხოური აგენტების" კანონი დიდ გავლენას იქონიებს ყველა იმ მედია პლატფორმაზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ფუნქციონირებენ და რაც მთავარია, იგი ძირს უთხრის მთელ იდეას საქართველოს ძლიერ, დემოკრატიული სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შესახებ." - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა


4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა, ხოლო ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ქართული ოცნების მიერ დაინიცირებულ აგენტების კანონს პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში. 

კომენტარები