რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: რუსეთმა ხარკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, დაღუპულია 4 ადამიანი

4 აპრილის ღამეს რუსეთმა ხაკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით რამდენიმე იერიში მიიტანა. შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებულია 12 ადამიანი.

დაღუპულთაგან 3 სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან, ერთი კი 69 წლის ქალია. მაშველები პირველი იერიშის შემდეგ მივიდნენ დაბომბვის ადგილას და მეორე იერიშს შეეწირნენ. 3 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 3 მრავალსართულიანი კორპუსი, 3 სახანძრო და 2 სასწრაფოს მანქანა, ასევე საავადმყოფოს შენობა.

სულ უკრაინის მიმართულებით ოკუპანტებმა 20 შაჰედის ტიპის დრონი გაუშვეს, რომლიდანაც 11 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.

კომენტარები