რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შავ ზღვაში წარუმატებლობის ფონზე, შოიგუმ ფლოტში საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა

სერგეი შოიგუ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დროს, 2024 წლის 20 თებერვალი.
კრემლი

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 2 აპრილს ფლოტის საკადრო ცვლილებები დაადასტურა.

როგორც შოიგუმ სხდომაზე თქვა, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურად დაინიშნა ადმირალი ალექსანდრ მოისეევი. მოისეევი ძველ პოზიციაზე, ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურის პოსტზე ჩაანაცვლა ვიცეადმირალმა კონსტანტინ კაბანცოვმა, ხოლო შავი ზღვის ფლოტის მეთაური გახდა ვიცეადმირალი სერგეი პინჩუკი.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში საკადრო ცვლილებებზე აქამდეც ცნობილი იყო.

რუსეთის სამხედრო ფლოტის მეთაურის ცვლილება შავ ზღვაში რიგი წარუმატებლობების ფონზე მოხდა. მხოლოდ გასულ კვირებში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს დიდი სადესანტო გემი ცეზარ კუნიკოვი და საპატრულო ხომალდი სერგეი კოტოვი ჩაუძირეს.

 

კომენტარები