აფხაზეთი

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

МИ-24
Wikipedia

ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გულრიფშის ოლქში МИ-24 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდა მარიონეტული რეჟიმის საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია. 

აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების მეთაურის, ადგურ გუმბას თქმით, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია.

კომენტარები