წყალმომარაგების შეზღუდვა

GWP: ავარიის გამო ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს დილის 8 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება

ჩემი ქალაქი მკლავს/FB

GWP-ს ინფორმაციით, დღეს, 24 მარტს, 15:30 საათიდან 25 მარტის დილის 08:00 საათამდე ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანია ამის მიზეზად ავარიულ შემთხვევას ასახელებს.

"დღეს, 24 მარტს, საბურთალოს რაიონში, გოძიაშვილის ქუჩა N31-ის მიმდებარედ, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა". - წერია განცხადებაში.

განცხადებაში კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ ადგილზე მობილიზებული ტექნიკური ჯგუფი აღდგენით სამუშაოებს მაგისტრალური ქსლის წყლისგან დაცლის შემდეგ დაიწყებს.

"წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

ვაშლიჯვრის დასახლებაში: სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, ფარჯიანის, გელოვანის, იასამნის, ემუხვარის და თოფურიას და მაჭავარიანის ქუჩებს. ვაშლიჯვრის დასახლების მე-2ა, მე-3 ა, მე-4 და მე-4ბ ზონებს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები